მასტერკლასი
ინტერაქტიული მულტიმედია და ვებ დოკი - კრისტიან ბარანის ვორქშოფი თბილისში
ფრანგულ ინსტიტუტთან და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან თანამშრომლობით, თბილისის ფოტო ფესტივალი 2018 წლის იანვარში იწყებს გრძელვადიან ვორქშოფს, რომელსაც გაუძღვება აღიარებული ფრანგი ვიდეო არტისტი, კრისტიან ბარანი. (vimeo.com/user20707298)
ვორქშოფი ორიენტირებულია მულტიმედიისა და ინტერაქტიული მულტიმედიის ე.წ. ვებ დოკუმენტური (ვებ-დოკ) პროექტების შექმნაზე. ინტერაქტიული მულტიმედია მედიის ის თანამედროვე ფორმაა, რომელიც ჟურნალისტურ თუ არტისტულ პროექტებზე მუშაობისას გამოიყენება და ტექსტის, გამოსახულების (ფოტო და ვიდეო) და ხმის ერთობლიობას გულისხმობს.
ვორქშოფი ორი ფაზისგან შედგება და განკუთვნილია იმ პროფესიონალი და არაპროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ვიზუალური არტისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ვებ-დოკისა და მულტიმედიის ჟანრში ცოდნის გაღრმავებით და საკუთარ პროექტებზე სამუშაოდ ამ ჟანრის აქტიური გამოყენებით.
ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეები ახალ ან მიმდინარე პროქტებზე იმუშავებენ მენტორის ხელმძღვანელობით. მათ ასევე უკვე დასრულებულ ფოტო ან ვიდეო პროექტის ტრასნფრომაციის შესაძლებლობაც ექნებათ ახალი მულიტიმედიური ფორმატის შესაქმნელად.
ვორქშოფი სამი თირითადი ფაზისგან შედგება.
პირველი ფაზა მოიცავს სამდღიან სესიას, რომელიც 26, 27 და 28 იანვარს, თბილისში გაიმართება.
იანვრის სესიის ფარგლებში ვოქრშოფში ჩაერთვება ფრანგი რადიო ჟურნალისტი რეჟის ჟანტე. იგი მონაწილეებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას, იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნას ისეთი ისტორიები, სადაც გამოსახულება აღქმული უნდა იქნას მხოლოდ ხმის საშუალებით.
მეორე ფაზა 6 თვე გაგრძელდება და მოიცავს ინდივიდუალურ სკაიპ სესიებს ვორქშოფის მენტორთან - ქრისტიან ბარანისთან. სკაიპ სესიის დროს ვორქშოფის მონაწილეები რეგულარულად მიაწვდიან ახალ მასალას მენტორს, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული პროექტის ევოლუციასა და რედაქტირებაში და თითოეულ სკაიპ სესიაზე მონაწილეებს ახალ იდეებს მიაწოდებს პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპთან დაკავშირებით.
ვორქშოფის მესამე, ფინალური ფაზა ერთკვირიანი სესიით დასრულდება.
ვორქშოფის დასასრულს იგეგმება მის ფარგლებში შექმნილი მულტიმედია პროექტების ფინალიზირება და გამოფენის მოწყობა, რომლის მომზადებაზეც მონაწილეები მენტორთან ერთად იმუშავებენ. პროექტები ასევე განთავსდება თბილისის ფოტო ფესტივალის საიტზე და ნაჩვენები იქნება თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიების “ფოტოგრაფიის ღამის“ ფარგლებში.
ვორქშოფის I სესია / 2018 წლის იანვარი:
26 იანვარი: 12.00 – 19.00 (ლანჩი 14.00 – 15.00)
27 იანვარი 10.00 – 18.00 (ლანჩი 13.00 – 13.45)
28 იანვარი 10.00 – 18.00 (ლანჩი 13.00 – 13.45)
მისამართი: ფრონტლაინ კლუბი, ლ. ასათიანის 62
ვორქშოფის კოორდინატორი - მარიამ გრიგალაშვილი