Magic Carpets
ნინი ხუროშვილი
ქალების ისტორიები ღორჯომიდან
ღორჯომში, პირველად, რამდენიმე წლის წინ ავტოსტოპით მოვხვდით, მე და ჩემი მეგობარი. მაშინაც და ახლაც, ხან ხუმრობით, ხანაც სერიოზულად, ყველა მირჩევდა, ფრთხილად ვყოფილიყავი ღორჯომელებთან.
2023 წლის ზაფხულში, სამი კვირა გავატარე ღორჯომის ხეობაში, სოფელ ცეცხლაძეებში, ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახში, სადაც ისეთი სითბო, პატივისცემა, თანადგომა და იუმორი ვიგრძენი, რაც სხვა ადგილებში ხშირად არ გამომიცდია.
ჩემი ამჟამინდელი პირველი კავშირი ღორჯომთან, ქალბატონი მზევინარი იყო, რომელსაც ღორჯომის ხეობაში თავისი სამკერვალო აქვს, და რამდენიმე ადგილობრივ ქალს ასაქმებს თავის მცირე საწარმოში. მზევინარმა თავის თანამშრომელთან დამაკავშირა და ასე აღმოვჩნდი ცეცხლაძეების ოჯახში, სადაც გავიცანი 16 წლის ეკა, რომელთან ერთადაც მოვიკვლიე და მოვისმინე ღორჯომელი ქალების ისტორიები.
ღორჯომელი ქალები ტრადიციულად, აქტიურად იყვნენ და ახლაც არიან ჩართულები მეცხოველეობაში, სახლის საქმეებში, ბაღისა და ბოსტნის მოვლაში, ბავშვების აღზრდაში, ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვასა და ხელსაქმეში (ქარგვა, ქსოვა, კერვა). თითოეულ ქალს თავისი ცხოვრების ძვირფასი, ემოციური, ძლიერი და შთამაგონებელი ისტორია აქვს. სამი კვირის განმავლობაში მე და ეკა, 10-მდე სხვადასხვა თაობის ღორჯომელ ქალს შევხვდით და გავესაუბრეთ, რამაც ორივე შთაგვაგონა და თავის მხრივ გაგვაძლიერა.
ამ კვლევის მთავარი მიზანი ქალების უშუალო მონათხრობის თქვენამდე მოტანა იყო, რათა მოუსმინოთ, შეხედოთ და გაეცნოთ იმ ძლიერ ქალებს ღორჯომიდან, რომლებიც დიდი შრომის, მოთმინების, ურთიერთპატივისცემისა და იუმორის წყალობით ჩამოყალიბდნენ და გაიკვლიეს ცხოვრებისეული გზა.
მედიუმი: შერეული ტექნიკა
ღორჯომი, ხულო. აგვისტო 2023
გალერეა
უკან გასვლა