Magic Carpets

გიორგი შენგელია

ვაიო

ჩემი მოგზაურობა მთიან აჭარაში იმდენად დატვირთული აღმოჩნდა, რომ მიჭირს კიდეც იმ ემოციური გამოცდილების თავმოყრა და გამოხატვა.

ვაიოში ადამიანები თბილები და უშუალოები არიან. მე ასეთი მასპინძლობა სხვაგან არსად მინახავს საქართველოში. ყოველდღე ახალ ოჯახს ვიცნობდი და ფოტო გადაღებაზე ვუთანხმდებოდი, მიხაროდა მათთან ურთიერთობა და საუბარი. ვაიოში მეორედ ჩასვლისას გავიაზრე, რომ იქაურების 80% უკვე ვიცნობდი. ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი გადამეღო და ყურადღებით მომესმინა მათთვის, ვინც ჩემს ობიექტივში ხვდებოდა - ადამიანი და გარემო ჩემი მთავარი ფოკუსი გახდა.

განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც გადაღებების მიღმა ურთიერთობები გრძელდება - როდესაც ვაიოში არ ვიყავი, ადგილობრივი ბავშვები სოციალურ ქსელში მწერდნენ, უფროსები კი, დროდადრო მირეკავდნენ და მკითხულობდნენ - ასეთი გამოცდილება ჯერ არცერთი სამუშაო პროექტის ფარგლებში არ მქონია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელო ამ სოფელზე დაკვირვება და მისი გადაღება - მე ის უნებურად და სამართლიანად ძალიან შემიყვარდა.

 

მედიუმი: ციფრული ფოტოგრაფია

ვაიო, ქედა. მაისი 2023

გალერეა




უკან გასვლა