Magic Carpets

დავის კანეპე

მესამე ადგილები

 

ჩემი ინტერესის სფეროა თავისუფლება მისი ფართო გაგებით და ურბანული დაგეგმარება. გამოხატვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება... ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ურბანული დაგეგმარებისას ტერმინი „მესამე ადგილები“ ჩემთვის გადამწყვეტი ცნებაა, რომელიც სოციოლოგმა რეი ოლდენბურგმა დაამკვიდრა და რომელიც აღნიშნავს ადგილებს, სადაც ადამიანები ატარებენ დროს სახლს („პირველ“ ადგილს) და სამსახურს/სკოლას („მეორე“ ადგილი) შორის. რეზიდენტურისას ხულოში ვცხოვრობდი, ასევე ვიკვლევდი სოფლებს თაგოს, ღორჯომს, ბეშუმს და მწვანე ტბას. გეოგრაფიულად ახლოს მდებარე სოფლებს, ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვავებთ. ეს გამოფენა, მაღალმთიან აჭარაში გატარებული 4 კვირის ვიზუალური ესსეა, მესამე სივრცეებზე აქცენტით.

ეს ჩემი დებიუტია ფოტოგრაფიაში, ამბის თხრობის ახალი ფორმა ჩემს ცხოვრებაში.
ბარი. (ხულო) ხულოს ცენტრალურ პარკში, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, თეატრი და სასტუმროა განთავსებული, ასევე არის პატარა გაზეთების კიოსკი. ის გახდა
ბარი, რომელსაც არჩილი ხელმძღვანელობს, არქიტექტურის კურსდამთავრებული, რომელმაც საკუთარ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. კიოსკის უკან არის მიტოვებული ორსართულიანი შენობა, რომელიც არჩილის სამომავლო გეგმებს უკავშირდება კულტურული ცენტრის გახსნის შესახებ, სადაც ბარის და სასტუმროს გარდა, ის ასევე ითვალისწინებს ბიბლიოთეკას, რადგან დედამისი ლიტერატურის მასწავლებელია და მათ წიგნების უზარმაზარი კოლექცია აქვთ. მე ამ ოცნებების დამსხვრევის მოწმე გავხდი, რადგან შენობის მფლობელთან მოლაპარაკებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. არჩილის კიოსკი არის ცოცხალი ადგილი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში ლიმონათს და ყავას სვამენ, საღამოს კი ადგილობრივი ახალგაზრდების დნობის წერტილი ხდება. ის ასევე გახდა ჩემი მესამე ადგილი და სწორედ აქ გავიცანი შესანიშნავი ახალგაზრდები და აღმოვაჩინე ბევრი საინტერესო ადგილობრივი ისტორია.

სასტუმრო. (ტაგო)

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგირო გზა ხულოს მთაზე მდებარე სოფელ თაგოსთან აკავშირებს. თუ პაწაწინა წითელ მფრინავ ობიექტზე მგზავრობა 7 წუთს გრძელდება, ტაგომდე მისასვლელად გზიდან მინიმუმ ორმოცი წუთია საჭირო და ჩვეულებრივი მანქანით ვერ ახვალ. ეს „იზოლირება“ სოფლის იდენტობას განსაკუთრებულს ხდის: ეს არის ძალიან ჩაკეტილი საზოგადოება, სადაც ყველა ყველას იცნობს. ცოტა ხნის წინ გორაკის წვერზე აშენდა "გლემფინგი". მიუხედავად იმისა, რომ ამ თეთრ კარავს არაფერი აქვს საერთო ადგილობრივ არქიტექტურასთან, გაჩნდა ახალი იდეები ადგილობრივ საზოგადოებაში - როგორც ჩანს, ყველას სურს გახსნას საკუთარი სასტუმრო.

მე გამიმართლა, რომ ვიქნები ახლად გახსნილი ბარის პირველი კლიენტი და როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, პირველი ვიქნები საოჯახო სასტუმროშიც, რომელსაც თამრიკო მართავს - ადგილობრივი სკოლის დირექტორის ერთადერთი, ჯერ კიდევ გაუთხოვარი ქალიშვილი. ძალიან გახსნილი და მოლაპარაკეა, თუმცა საუბრის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ბებია უახლოვდება, რაც ცხადყოფს - უცნობებთან საუბრის დრო ამოიწურა.

მეორე დღეს ვხვდები გიორგის, ფოთელ კაცს, რომელიც ამ ზაფხულს დროს სახლის საოჯახო სასტუმროდ გადაკეთებას უთმობს. სანამ თამრიკო ჯერ კიდევ ეძებს თავისი ბიზნესის სახელს,

გიორგიმ უკვე იცის - მას სასტუმრო ანდრია ერქმევა - შვილიშვილის პატივსაცემად. როგორც ჩანს, თაგოში მთელი სოფელი პირველი, მეორე და მესამე ადგილის შერწყმაა. აქ მეზობლები ერთმანეთს ყველაფრის კეთებაში ეხმარებიან - სახლის აშენებითა და მოსავლის აღებით დაწყებული, ბავშვის ძიძობითა და ხულოში შოპინგით დამთავრებული. ამ ახალი სასტუმროს მთავარი კონცეფცია, გარე სამყაროსთან შეხვედრის საშუალებაა, ამასთან ერთად კი ოჯახის შემოსავლის კიდევ ერთი წყარო.

მეჩეთი. (ღორჯომი)

ღორჯომი დროის მიღმა არსებული ადგილია. იქ ყველაზე ავთენტური სახლებია, რაც აქამდე მინახავს საქართველოში. ფაქტიურად ვერ ნახავთ ქალებს საჯარო სივრცეში, რადგან ღორჯომში ყველაზე ტრადიციული მუსლიმური საზოგადოებაა. პარასკეობით სპეციალური ჯუმა ლოცვა იმართება და ლოცვის შემდეგ ქუჩა ყველა თაობის მამაკაცით ივსება. მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთი მესამე ადგილს იკავებს მამაკაცებისთვის, მაინტერესებს, რა არის მესამე ადგილი ქალებისთვის - არის თუ არა ის სოფლის ირგვლივ ბუნება, სადაც ისინი ბალახებს, მცენარეებსა და სხვადასხვა ყვავილებს აგროვებენ? ირონიულია ის ფაქტიც, რომ სოფელი მთელს ქვეყანაში ცნობილი სწორედ ქალების მიერ შექმნილი ნაქარგებით გახდა.

ტბა. (მწვანე ტბა)

თეორიულად - მწვანე ტბა ტიპიური მესამე ადგილია. აქ ყველა სოციალური ფენის ადამიანს შეხვდებით, რომელიც ერთმანეთთან საურთიერთოდ და ხედით დასატკბობად მოსულან. აქაურობა ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის აქტივობებისთვის - ოჯახური შეხვედრებისთვის, სპორტული შეჯიბრებისთვის, მუსიკალური ინტერაქციისთვის და ასევე უცნობ ადამიანებთან ერთად ჭაჭის დასალევად. აქ მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, ვისთვისაც ეს მეორე ადგილია - ბამბის ნაყინის გამყიდველი. როგორც გავიგე - საბჭოთა ოკუპაციის დროს ლატვიაშიც იყო სამხედრო სამსახურში და მითხრა, რომ ლატვიაში ფეხსაცმელი და ზამთრის ჩექმები მაღალი ხარისხის იყო. მხოლოდ ერთი საიდუმლო ვერ ამოვხსენი - რატომ არავინ ბანაობს ტბაში?

კურორტი. (ბეშუმი)

ჩრდილოელი კაცისთვის, რომელიც წელიწადში 9 თვე მზიან პლაჟებზე ოცნებობს უცნაურია ის ფაქტი, რომ არსებობს ადგილი, სადაც ხალხი მზიანი პლაჟებისა და ცხელი ამინდისათვის თავის დასაღწევად იკრიბება. ეს კლასიკური მესამე სივრცეა. უცნაურია, რომ ბეშუმში - სადაც სულ მცირე რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს გზები ჯერაც გაუმართავია, არ არის კულტურული ან ღონისძიებების სივრცე, საჯარო ბიბლიოთეკა ან თუნდაც წესიერი რესტორანი.

მალე აღმოვაჩინე, რომ კურორტის შუაგულში მდებარე სახლი ადრე კინოთეატრი იყო და დადის ჭორები, რომ ის სასტუმროდ გადაკეთდება. თუ რომელიმე მეწარმე ამას კითხულობს - არსებობს უზარმაზარი პოტენციალი შექმნას სივრცე ყველა ამ ხალხის შესაკრებად, მაგრამ გთხოვთ გახადეთ ის ინკლუზიური, ხელმისაწვდომი -მიტოვებული კინო უბრალოდ შესანიშნავი სივრცეა ამის გასაკეთებლად! თავგადასავლის ბოლოს კი გენიოსმა არჩილმა ტყე აღმომაჩენინა. ტყის სიღრმეში 5 წუთის სავალზე არის მისი და მისი ძმის მიერ შექმნილი ღია კინოთეატრი, როგორც თავად ამბობს -

ერთადერთი ღია კინო საქართველოში, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. სავარძლები თითქმის სავსეა და მათ ირგვლივ სასიამოვნო ჭიკჭიკის ხმა ისმის, ბავშვები დარბიან, სასმელებიც დარიგდა, მიუხედავად იმისა რომ ფილმი მხოლოდ ორ საათში დაიწყება, მზე ისევ ანათებს.

ცხენი. (პოსტსკრიპტუმი)

ერთ საღამოს არჩილის კიოსკთან შევხვდი ახალგაზრდა ადგილობრივ აქტივისტს გიორგი რიჟვაძეს. მან პირველი აქცია ცოტა ხნის წინ გამართა და ხულოში, ადგილობრივ საავადმყოფოში გინეკოლოგის მუდმივი პოზიციის დახურვას აპროტესტებდა. მათ მოახერხეს დაერწმუნებინათ ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები პირები, დაეტოვებინათ თანამდებობა კვირაში სულ მცირე რამდენიმე დღით მაინც, რადგან ის მნიშვნელოვან მომსახურებას უწევს ადგილობრივ ქალთა საზოგადოებას. გიორგის ბაბუა, ბიძინა რიჟვაძე, ადგილობრივი ფოტოგრაფი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. გიორგის მემკვიდრეობით ერგო ბიძინას არქივი. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს შევხვდებოდით რადგან ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი რიჟვაძის ნამუშევრებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად ხულოს სალონის ფოტოგრაფად მუშაობდა, მან ასევე დააფიქსირა სოფლის ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა.

რამდენიმე ალბომის ნახვისას ვამჩნევ ცხენს, რომელიც მეორდება სხვადასხვა სურათებში სხვადასხვა ადამიანებთან, ძირითადად ბავშვებთან ერთად. ბიძინას ზაფხულობით ბეშუმშიც ჰქონდა სალონი და ეს ცხენი კურორტზე განთავსებულ ოჯახებში ძალიან პოპულარული ყოფილა. გიორგი დარწმუნებულია, რომ ცხენი ბეშუმის ავტოფარეხში უნდა იყოს, ამიტომ ისევ გრძელ გზას გავუდექი. გადავწყვიტეთ სოფელში გამოგვეტანა და მალევე ქალმა შვილისთვის ცხენთან ერთად სურათის გადაღება გვთხოვა - ესეთი სურათი მასაც ჰქონია ბავშვობიდან. მოხარული ვარ, რომ შევხვდი ამ პლასტმასის აჭარულ ცხენს, რომელიც ამ ისტორიის სიმბოლოდ იქცა, მეტიც - რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ის უამრავი განსხვავებული ადამიანისა და ოჯახის მთავარი შემაკავშირებელი იყო.

გალერეა




უკან გასვლა