Magic Carpets
სანდრო სულაბერიძე
სურათები სინათლისგან ხუნდება
“სურათები სინათლისგან ხუნდება” - მოოქროვილი ვერცხლის სკულპტურებისგან შემდგარი ინტერაქტიური ინსტალაციაა. ნამუშევარი მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისა და ცხოვრების შედეგია. იქ, სოფლებში, სადაც საქართველოში ყველაზე დიდი ხის მეჩეთებია, მოსახლეობას, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ფოტოებთან.
იქაური რწმენით, თუ გარდაცვლილი ადამიანის სურათს შევხედავთ იგი საიქიოში დაიტანჯება. სწორედ ამიტომ, იქ მათ ფოტოებს წვავენ, საგულდაგულოდ მალავენ, სახეებს შლიან, ფარავენ კალმით, ფრჩხილის ლაქით ან სულაც კაწრავენ. ამ საზოგადოებაში ფოტოები ნაკლებად ინახავს მეხსიერებას, წინაპრების სახეები მხოლოდ გონებაშია შემორჩენილი.
“სურათები სინათლისგან ხუნდება” - ერთის მხრივ ამ პრაქტიკის ილუსტრაცია და გააზრებაა და ზოგადად ფოტოს ბეჭდვის კულტურას ეხმიანება. აღწერს ფოტოს არა ვიზუალურ, არამედ მის საგნობრივ მხარეს. ნამუშევარი ასევე ადაპტირებულია მისი უსინათლოდ აღქმისთვის და შესაძლებელია მისი ხელით შეხება.
მასალა: ადგილობრივად მოოქროვილი ვერცხლი
ზომა(სათითაოდ): 7,5x5სმ
ღორჯომი, ხულო. 2024
გალერეა
უკან გასვლა