გამოფენები

ჰოლანდიური ფოტოწიგნები: სრულყოფილებასა და ინოვაციას შორის

ჰოლანდიური ფოტოწიგნები: სრულყოფილებასა და ინოვაციას შორის

წამყვანი ჰოლანდიელი გამომცემლების ფოტო წიგნების გამოფენას თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმის მედიათეკა უმასპინძლებს.

გამოფენა 50- მდე წიგნს აერთიანებს და ინსტალაციის ფორმატში იქნება წარმოდგენილი 28 სექტემბრიდან.

სრულყოფილებაზე და მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული ჰოლანდიელი ფოტო წიგნის გამომცემლები სამართლიანად ითვლებიან ლიდერებად ფოტოგრაფიის საერთაშორიოს სცენაზე. თბილისის ფოტო ფესტივალის ფარგლებში პირველად იქნება წარმოდგენილი რამდენიმე წამყავნი ჰოლანდიელი ფოტო წიგნის გამომცემლისა და გრაფიკული დიზაინერის უახლესი პუბლიკაციები, რომლებიც არა მხოლოდ ჰოლანდიელი, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფების ცნობილი ფოტო პროექტების ნახვის შესაძლებლობას მისცემს ფესტივალის აუდიტორიას. გამოფენის დასრულებისთანავე, წიგნების კოლექცია თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიემდიის მუზეუმის ფოტო წიგნების ბიბლიოთეკას გადაეცემა.

გამოფენა იმართება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით.

გალერეა




უკან გასვლა