გამოფენები

ანტუან დაგატა

დაბნელება. საქართველო 2009

სისხლიანი მთვარე

მსხდარნი მდელოზე, გარშემო კი ძვლების გროვაა

გახრწნილ ვაჟკაცთა, მყრალი კანი რომლეთაც ძვრებათ.

Odyssey, Book XII, 45–47

მაია ამბობს::

- ისე ვარ დაბნეული, როგორც არასდროს. ამაღამ, ვნახავ... ფერად წრეებს, წყვდიადში რომ იჭრებიან. მე დავბრუნდი. სხვაგან დამჭირდებოდა დამსახურება იმისა, რომ ვინმეს შევუყვარდე, მაგრამ სიყვარულს არ სჭირდება მიზეზები.... ეს მთები, ეს პეიზაჟი მიცავს. მე ვარ მათი მზე.

არაფერი განარჩევს ერთ გოგოს მეორისაგან. მე სხეულების სიახლოვეს ვიყენებ. ადვილად მიღწევადნი, უხეში და ვნებიანი სუნთქვით, შეურაცხყოფილი არსებები, რომლებიც ნადირობენ სევდიანებსა და მარტოხელებზე, რომელთაც არ შეუძლიათ შეხვედრა და თავშესაფარს მამაკაცის სიძულვილში ეძიებენ. თამაში, როგორც სტრატეგია, სხვების თანდასწრებით საკუთარ თავთან დაბრუნება. შენელების შიში, წინ სვლაში გეხმარება. სიცარიელე, სიცოცხლეში გარდაიქმნება.

ანა ჩურჩულებს:

- ჰაერი გარეთ სხვანაირი ჩანს. რაღაცეები მემართება ჩემი სურვილის გარეშე. მე არ ვიცავ თავს იმისგან, რაც შეიძლება სექსის დროს მოხდეს. როცა არავინ მირჩევს, თავს განადგურებულად ვგრძნობ. არ ვიცი სად ვარ. რომ ვიღვიძებ, აღარაფერს ვგრძნობ. მე ვიყავი ცარიელი, უსულო სხეული. არ მქონდა სურვილები, ლტოლვები. აღარაფერი მინდოდა. ვიყავი თავისუფალი. უბრალოდ ცივი ხორცის ნაგლეჯი, მოძრაობაც რომ არ შეეძლო. აღარ შემეძლო სუნთქვა, და თავს ისე კარგად ვგრძნობდი, როგორც არასდროს. მაგრამ ეს შიში, ეს გაურკვევლობის შიში. მეგონა არასდროს დავბრუნდებოდი. ვგრძნობდი როგორ იჟღინთებოდა ნელ-ნელა ნივთიერება. იჟონებოდა ვენებში, შემდეგ ჩემი სხეული გათბა. ვიწექი, გახელილი თვალებით და დავიწყე დანახვა. მინდოდა მეტის შეგრძნება. მეშინია ჩემი,... შენი. მაგრამ, როცა შენს გვერდით სექსის შემდეგ ვიწექი, ცოტა ხანი აღარაფრის მეშინოდა. მე ვერ მივცემ თავს უფლებას მამაკაცი ვერ ამოვიცნო, ან მისი მეშინოდეს. ერთადერთი რაც მათ ჩემგან უნდათ - ჩემი სხეულია. შემდეგ ცხოველებად გადაიქცევიან. ხანდახან - უარს ვეუნები. ხანდახან იმაზე მეტს ვაძლევ, ვიდრე ელიან. მე ვაკონტროლებ მათ სურვილებს, მაგრამ მე თვითონ არასდროს მსურს ისინი. აქ არ არის გრძნობების ადგილი. მე უნდა ვიყო ძლიერი. რომ გავძლო კიდევ ერთი დღე.... მაგრამ, რაღაც მაკლია. შიში მიახლოვდება. ჩემი სხეული სუსტდება. მინდა რომ გავქრე. როცა ვათავებ, ისე აღარ მტკივა. თუ გინდა რომ გავჩუმდე, გავჩუმდები. ჩუმად ვიქნები....

გალერეა




უკან გასვლა