გამოფენები
Soundwalk Collective & Patti Smith
CORRESPONDENCES
2023 წლის თბილისის ფოტო ფესტივალი Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის კოლაბორაციული აუდიოვიზუალური გამოფენით CORRESPONDENCES იხსნება!
რიგით მე-14 ფოტო ფესტივალი 23 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიხსნება.
ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება - თანამედროვე ბგერითი ხელოვნების პლატფორმის Soundwalk Collective-ისა და ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, პოეტის და ხელოვანის პატი სმიტის მუდმივად განვითარებადი პროექტია. ბოლო 10 წლის მანძილზე პროექტი იმ განსხვავებულ გეოგრაფიულ მდებარეობებს და მათ ბუნებრივ გარემოს იკვლევს, სადაც ხელოვანებმა ცნობილი პოეტების, რეჟისორებისა და რევოლუციონერების, ისევე როგორც, კლიმატური ცვლილებების გავლენის ხმოვანი ნაკვალევი აღმოაჩინეს.
CORRESPONDENCES-ის ფარგლებში Soundwalk Collective და პატი სმიტის კოლაბორაცია რვა ნამუშევარს აერთიანებს, სადაც ხმის გამოსახულებასთან კავშირი შეტრიალებულია. თავდაპირველად შეიქმნა მუსიკა და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩა და დამონტაჟდა ის ვიზუალური მასალა, რომელიც საუკეთესოდ გადმოსცემდა თითოეული საუნდტრეკის ისტორიას.
გამოფენის თანაორგანიზატორი და მთავარი პარტნიორია Rooms Hotels.
პროექტის მხარდამჭერები არიან TBC, Coca-Cola, Visa, თბილისის მერია.
გალერეა
უკან გასვლა