გამოფენები
დავით მესხი
„უწონობისფერი“
დავით მესხი
„უწონობისფერი“
2016-2021
„უწონობისფერი“ დავით მესხის უახლეს ნამუშევრებს აერთიანებს, რომელთა დიდი ნაწილი პირველად იფინება. სხეულის მოძრაობისა და მისი სილამაზის აღბეჭდვა მესხისთვის არარსებული სრულყოფილებისკენ სწრაფვის გარდა იდენტობის კვლევა, თავისუფლების ძიება და ღრმა ემოციური გამოცდილებაც არის. სხეული თავისი გენდერული ფლუიდობით, დავით მესხის ფოტოგრაფიულ გამოსახულებაში იმდენად არის მიწიერი რამდენადაც არამიწიერი.
მესხის მიერ გადაღებული ათლეტები მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს დაინახოს მომენტი აფრენასა და ვარდნას შორის - უწონობის ის ხანმოკლე მომენტი, როდესაც სხეული უმაღლეს წერტილს აღწევს და ჩერდება ვიდრე მიზიდულობის ძალა მას მიწაზე დააბრუნებს.
ნამუშევრებში სხვადასხვა კუთხით მოჭრილი სხეულები ერთი მხრივ თავისუფლებისკენ ისწრაფვიან, მეორე მხრივ კი, ემორჩილებიან საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს.
მესხის ფოტოებში მისი არამიწიერი სხეულები დროის მიღმა სივრცეში არსებობენ. სივრცეში, რომელიც ღიაა მისტიკური ინტერპრეტაციებისთვის, გონებისა და სხეულის მდგომარეობისთვის, ყოფიერების საიდუმლოს რომ იტევს. იმ სივრცეში, სადაც უწონობას თავისი ფერი აქვს.
დავით მესხის გამოფენა „უწონობისფერი“ თბილისი ფოტო ფესტივალისა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული და ფოტო ფესტივალის მე-12 გამოშვების დასკვნითი ღონისძიებაა.
„უწონობისფერი“ დავით მესხის პირველი მულტიმედია გამოფენაა, რომელიც აერთიანებს როგორც ფოტო ანაბეჭდებს, ისე 3 ეკრანიან ვიდეო ინსტალაციას და ნიკა კოჩაროვის მუსიკალურ კომპოზიციას „Full of Sun“.
გამოფენა ხორციელდება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.
გამოფენაზე დასწრება შესაძლებელი იქნება 23 დეკემბერს 16.00 საათიდან 20.00 საათამდე.
გამოფენა გაგრძელდება 28 თებერვლამდე.
დასწრება თავისუფალია!
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო "სტამბა", D ბლოკი, მეორე სართული.
გალერეა
უკან გასვლა