ბლოგი
იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე
13 მარტ 2024
ღია კონკურსი კურატორებისთვის | მდინარეები ზღვასთან ხვდებიან
მდინარეები ზღვასთან ხვდებიან
ონლაინ სახელოვნებო რეზიდენცია
თბილისის ფოტო ფესტივალი აცხადებს ღია კონკურსს სარეზიდენციო პროგრამაზე "მდინარეები ზღვასთან ხვდებიან" და მონაწილეობისთვის ქართველ კურატორებს იწვევს.
პანდემიის შედეგებისგან ჯერ კიდევ გამოღვიძების პროცესში მყოფი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მწვავე კონფლიქტები ღვივის, არსებული კრიზისები მძაფრდება,, დაძაბულობის ახალი კერები იქმნება და ცხოვრება არა მხოლოდ კონფლიქტის რეგიონებში, არამედ მთელ მსოფლიოში იცვლება.
ინფორმაციის ზღვაში, იშვიათი შემოქმედებითი ინიციატივები ყვავილებივით ხარობს და თანამედროვე სამყაროს უფრო ღრმა ხედვის შესაძლებლობას სთავაზობს. ასეთ დროს ხელოვნების როგორც ცვლილებების მედიუმის გამოყენება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

"მდინარეები ზღვასთან ხვდებიან" - 4 თვიანი ონლაინ სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამა ქართველი და აფხაზი კურატორებისთვის შეიქმნა. პროგრამა კრიზისულ პერიოდში სახელოვნებო პროცესების მნიშვნელობაზეა ფოკუსირებული და სახელოვნებო გაცვლების საფუძველზე ისეთ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ქმნის რეფლექსიის სივრცეს როგორიცაა:
ხელოვნების შექმნის რა გზებია რელევანტური ამჟამინდელი გლობალური მოცემულობისთვისა და შედარებითი კონტექსტისთვის? როგორ მივწვდეთ ახალ აუდიტორიას? როგორ განვსაზღვროთ კულტურის გაგების ალტერნატიული გზები? რა გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია სხვა მყიფე გარემოში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებისა და ერთად ყოფნის შესახებ?

ონლაინ რეზიდენცია 2024 აპრილიდან ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეზიდენციის პროგრამის ნაწილია :
- 4 თვიან სამუშაო ონლაინ პროცესი საერთაშორისო მენტორთან თანამშრომლობით, რომელიც მონაწილეებს პროექტების შექმნაში დაეხმარება
- მოწვეული საერთაშორისო ხელოვანებისა და კურატორების ონლაინ ლექციების ციკლი
- გრანტი პროექტის შექმნისთვის
- რეზიდენციის მონაწილეებისა და მენტორების ჯგუფური შეკრება სტამბულში 2024 წლის ივლისში
- რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი პროექტების პრეზენტაცია.
ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ქართულ ენაზე შემდეგი დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ:
- სამოტივაციო წერილი ან პროექტის ფარგლებში შესაქმნელი ნამუშევრის კონცეფცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (მაქსიმუმ 300 სიტყვა)
- პორტფოლიო PDF ფორმატში (მაქსიმუმ 5 MB)
- რეზიუმე (CV)
დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: info@tbilisiphotofestival.com
- პორტფოლიო PDF ფორმატში (მაქსიმუმ 5 MB)
- რეზიუმე (CV)
დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: info@tbilisiphotofestival.com
მეილის სათაურში მითითებული უნდა იყოს: სახელოვნებო რეზიდენცია - განაცხადი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 27 მარტი, 2024
უკან