ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
13 სექ 2020

I_Residency: ქალი ვიზუალური არტისტების და მწერლების დუეტების მიერ კარანტინის პერიოდში შექმნილი პროექტები



"ვარდების ფურცლებს ჰყრიან მაღლიდან სევდით სავსეა ცა ყველისფერი"

რაჟდენ გვეტაძე

 

ტექსტი/ფოტო: ანნა ძიაპშიპა
მულტიმედია: თეა გვეტაძე

 

ანნა ძიაპშიპა

სხვადასხვა ადგილებში აღმოჩენა სიამოვნებაა, მაგრამ სხვადასხვა ადგილების წაკითხვა პრივილეგია. თეა გვეტაძე “წაკითხულის შინაარს” ვიდეო ამბის მეშვეობით ყვება, მაშინ როდესაც ანნა ძიაპშიპა ქუჩაში ნაპოვნ წარწერებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად გვაკითხებს.



სრული პროექტი

 


თეა გვეტაძე

მუშაობის პროცესი არასდროს მტოვებს და უფრო მძაფრი ხდება, როდესაც ჩემს სამუშაო სივრცეს ვიცვლი. ძალიან დიდი სიამოვნებაა ვიზუალური მოვლენების დაფიქსირიბა. ისინი ჩემს გარშემო არასდროს ქრებიან... ხშირად ვიცვლი ტერიტორიას, რასაც მოგზაურობა შეიძლება , რომ დავარქვა. ვმოგზაურობ ჩემს საკუთარ ბინაში, აივანზე, ქუჩაზე, რომელზეც ვცხოვრობ და უფრო შორსაც კი. უცხო ადამიანებთან წამიერი გადაკვეთა მტკივნეული სიყვარულის დაღს მასვამს. უეცრად ვიჭრები მათ ბედში... იცვლება ჩემი თავის ტრაექტორია, იცვლება კადრი, მე კი მათი ბედი შლეიფივით მომყვება. რიტუალია, ყოველ საღამოს, დღის განმავლობაში ჩემი ტელეფონით დაფიქსირებული სამყაროს სისავსის თვალიერება. არ მბეზრდება მათი ხელახლა ნახვა, რაც მახსენებს ზუსტ მომენტს, როდესაც ჩვენ შევხვდით და დავაფიქსირეთ ერთმანეთი მოცემულ სივრცეში.

                                                                  







I_Residency (inside, isolation residency) სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.



















უკან