ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
29 მაი 2024

ღია კონკურსი არტისტებისთვის | მდინარეები ზღვასთან ხვდებიან





მდინარეები ზღვასთან ხვდებიან
ონლაინ სახელოვნებო რეზიდენცია


თბილისის ფოტო ფესტივალი აცხადებს ღია კონკურსს სარეზიდენციო პროგრამაზე "მდინარეები ზღვასთან ხვდებიან" და მონაწილეობისთვის ქართველ არტისტებს იწვევს. 

 

პანდემიის  შედეგებისგან ჯერ კიდევ გამოღვიძების პროცესში მყოფი  მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მწვავე კონფლიქტები ღვივის, არსებული კრიზისები მძაფრდება, დაძაბულობის ახალი კერები იქმნება და ცხოვრება არა მხოლოდ კონფლიქტის რეგიონებში, არამედ მთელ მსოფლიოში იცვლება. 

ინფორმაციის ზღვაში, იშვიათი შემოქმედებითი ინიციატივები ყვავილებივით ხარობს და თანამედროვე სამყაროს უფრო ღრმა ხედვის შესაძლებლობას სთავაზობს. ასეთ  დროს  ხელოვნების  როგორც ცვლილებების მედიუმის გამოყენება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. 

 

"მდინარეები ზღვასთან ხვდებიან" -   4 თვიანი ონლაინ სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამა ქართველი და აფხაზი არტისტებისთვის შეიქმნა.  პროგრამა კრიზისულ პერიოდში სახელოვნებო პროცესების მნიშვნელობაზეა ფოკუსირებული და სახელოვნებო გაცვლების საფუძველზე ისეთ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ქმნის რეფლექსიის სივრცეს როგორიცაა: 

ხელოვნების შექმნის რა გზებია რელევანტური ამჟამინდელი გლობალური მოცემულობისთვისა და შედარებითი კონტექსტისთვის? როგორ მივწვდეთ ახალ აუდიტორიას? როგორ განვსაზღვროთ კულტურის გაგების ალტერნატიული გზები? რა გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია სხვა მყიფე გარემოში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებისა და ერთად ყოფნის შესახებ? 


ონლაინ რეზიდენცია 2024 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეზიდენციის  პროგრამის ნაწილია :  

- 4 თვიან სამუშაო ონლაინ პროცესი საერთაშორისო მენტორთან თანამშრომლობით, რომელიც მონაწილეებს პროექტების შექმნაში დაეხმარება

- მოწვეული საერთაშორისო ხელოვანებისა და კურატორების ონლაინ ლექციების ციკლი

- გრანტი პროექტის შექმნისთვის 

- რეზიდენციის მონაწილეებისა და მენტორების ჯგუფური შეკრება სტამბულში 2024 წლის ივლისში 

- რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი პროექტების პრეზენტაცია.  

 

ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ქართულ ენაზე შემდეგი დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ: 

- სამოტივაციო წერილი ან პროექტის ფარგლებში შესაქმნელი ნამუშევრის კონცეფცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (მაქსიმუმ 300 სიტყვა) 

- პორტფოლიო PDF ფორმატში (მაქსიმუმ 5 MB) 

- რეზიუმე (CV) 



დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: info@tbilisiphotofestival.com

მეილის სათაურში მითითებული უნდა იყოს: სახელოვნებო რეზიდენცია - განაცხადი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 9 ივნისი, 2024

 




უკან