ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
27 მაი 2021

ღია კონკურსი / "დიდი ხეების ჩრდილში" სახელოვნებო რეზიდენცია









დიდი ხეების ჩრდილში

სახელოვნებო რეზიდენცია

 

თბილისის ფოტო ფესტივალი & COBERM

 


თბილისის ფოტო ფესტივალი აცხადებს ღია კონკურსს სარეზიდენტო პროგრამაზე “დიდი ხეების ჩრდილში“ ქართველი და აფხაზი ვიზუალური ხელოვანებისა და შემოქმედებითი პირებისათვის 35 წლამდე.


“დიდი ხეების ჩრდილში“გაბატონებული ნარატივების ჩრდილში ცხოვრების მეტაფორაა - იქნება ეს ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური თუ სუბიექტური ნარატივი. საბჭოთა წარსულის მემკვიდრეობით დამძიმებულ გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ტერიტოერიებს თითქოს სხვადასხვა დროისა და შინარსის ფანტომები დაეუფლენ. სპეკულაციური თამაშები და ნარატივები, ჩრდილოვანი ეკონომიკა და მასკულინური კულტურის დომინაცია, ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების პერსპექტივის სრული უგულვებელყოფით, ქმნის ამ რთულ პეიზაჟებს და ერთგვარ ტყვეობაშიც ამყოფებს მათ.


უფრო ფართო გაგებით, “ჩრდილში“ შეიძლება გულისხმებოდეს ალუზიურ არსებობას საჯაროსა და კერძოს შორის, თაობათა შორის და დომინანტურ სოციალურ ნორმებს შორისაც; ასევე, შეიძლება გულისხმობდეს საზღვრების ფლუიდურობასა და ფარდობითობას.


სარეზიდენციო პროგრამა იწვევს ვიზუალურ ხელოვანებს მოცემულ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ შინაარსებზე სამუშაოდ - იქნება ეს “დიდი ნარატივი“, თუ იმ სუბიექტური საზღვრების გადააზრება, რომლებსაც დრო და სივრცე განსაზღვრავს.


რეზიდენციის ხანგრძლივობა 4 თვეა (ივნისი - სექტემბერი). პროგრამა, ძირითადად, ონლაინ შეხვედრებისგან შედგება და მოიცავს:

4 თვიან სამუშაო პროცესს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ექსპერტთან, რომელიც მენტორობას გაუწევს თითოეულ არჩეულ ხელოვანს ნამუშევრის შექმნაში; ხელოვანები მჭიდროდ ითანამშრომლებენ რეზიდენციის პროგრამის კურატორებთან, რომლებიც მათ პროფესიულ დახმარებას გაუწევენ რეზიდენციის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე; პროგრამა ასევე მოიცავს ლექციების კურსს ცნობილ საერთაშორისო ვიზუალურ ხელოვანებთან, ისევე როგორც თანამედროვე ისტორიის ექსპერტებთან. სარეზიდენციო პროგრამა დასრულდება ჯგუფური სამუშაო შეხვედრით თურქეთში 2022 წლის გაზაფხულზე, სადაც დაიგეგმება რეზიდენციის შედეგების საჯარო პრეზენტაცია - გამოფენა და პუბლიკაცია.


არჩეული ხელოვანები მიიღებენ სტიპენდიას - 1,700 ლარი.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები:

- პროექტის ფარგლებში შესაქმნელი ნამუშევრის კონცეფცია (მაქსიმუმ 300 სიტყვა)
- ნამუშევრების პორტფოლიო PDF ფორმატში (მაქსიმუმ 5 MB)
- რეზიუმე (CV)


დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: info@tbilisiphotofestival.com 

იმეილის სათაურში მიუთითეთ: სახელოვნებო რეზიდენცია - განაცხადი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 5 ივლისი, 2021.


სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამას ახორციელებს თბილისის ფოტო ფესტივალი COBERM- თან პარტნიორობით.


COBERM აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და მოქნილი პროგრამაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (EU) და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.



პროექტის პარტნიორები არიან ქართული ლიტერატურული ინიციატივა  და კონრად ადენაუერის ფონდი.  

 





ფოტო ქავერზე: © ზურა ჯიშკარიანი. კატასტროფა სუბტროპიკულ ედემში, 2020. თვითგამოცემული წიგნი, ლიმიტირებული ტირაჟი. წიგნი დაიბეჭდა სახელოვნებო რეზიდენციის, 'სუბტროპიკული კულტურები'-ს ფარგლებში.












უკან