ბლოგი
იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე
„…და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“
მულტიმედიური პროექტი Christian Barani
ეს ისტორია 2004 წელს დაიწყო,მაშინ, როდესაც 2004 წლის შემოდგომაზე დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში რამდენიმე დღეფრანგ ჟურნალისტებთან ერთად გავატარე დიდ რეპორტაჟზე მუშაობისას. კეხვში ვცხოვრობდით, თამარაშენში, ქურთასადა აჩაბეთში ფეხით დავდიოდით. ყველა სოფელში სახლები, ეზოები, სარდაფები, სატვირთო და მსუბუქი მანქანები ახლად დაკრეფილი ლამაზი ვაშლებით იყოგადავსებული–იმ წელსდიდი ლიახვის ხეობის გლეხებმა აღებული მოსავალი ცხინვალის ბაზარშიგასაყიდად ვერ გაიტანეს. ვაშლინელ-ნელა ფუჭდებოდა,გლეხები ზამთრის პირას შემოსავლის გარეშე რჩებოდნენ.
შეღამებისასისროდნენ. მასპინძელმა გაგვაფრთხილა:ნუ გეშინიათ, „სათადარიგო სროლებია, უნდაისროლონ და ისვრიანო“.არც გვეშინოდა. თუმცა ერთ საღამოს გახშირებულისროლის ხმაზე მაინც სახლში შესვლა ვამჯობინეთ. მასპინძელმა ცოტა გვაცალა და მერე ღიმილით გვითხრა: გამოდით, რას დაფრთხით? მოდით, შეხედეთ, რა ლამაზი ვარსკვლავებით არის სავსე ცა!ჩვენ გავედითდა ტყვიების ზუზუნშივარსკვლავებს დიდხახნს ვუყურებდით.
იმ ღამიდან 4 წელიწადში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სოფლები, რომლებშიცჩვენ ვიცხოვრეთ, ვიმუშავეთ და ვარსკვლავებსაც დიდხანს ვუყურეთ,მკვიდრი მოსახლებისგან დაიცალა. Google Earth-ის ბოლოდროინდელ ფოტოებში დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში ნასახლარებიც კი აღარ ჩანს. სოფლები მიწასთან გაასწორეს–აღარც ხალხია, აღარც–სახლები, არც–ვაშლის ბაღები, აღარც – სიცოცხლედა ეს სოფლები მრავალ სოფელთან, სახლსადა ბაღთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩა.
რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე საოკუპაციო ხაზის სიგრძე 350 კილომეტრია.აქედან 60 კილომეტრი შემოფარგლულიამავთულხლართებით, რკინის ბადეებითადა ღობეებით. ამ 60 კილომეტრიდან ნაწილი „მცოცავ საზღვრად“ იქცა და ნელ-ნელა მთები, მინდვრები, სახლები, სასაფლაოები შუაზე გაიჭრაგორის, ქარელისადა ახალგორის რაიონებში.
2018 წლის აგვისტოში,ანუ სოფელ კეხვში გატარებული ღამიდან 14 წელიწადში,ჩვენ მთელ საოკუპაციოხაზს დავუყევით, რომელიც დედაქალაქიდანმხოლოდ 40 კილომეტრით არის დაშორებული.დავდიოდით სოფლიდან სოფელში, გადავდიოდით რაიონიდან რაიონში, გორაკიდან– გორაკზე; სიმინდის მინდვრებიდან შავი ქლიავის ბაღებში შევდიოდით, საძოვრებიდან სახნავ მინდვრებში გადმოვდიოდით, ტყიდან –ტყეში.
მივედით მავთულხლართებამდე, რკინის ღობეებამდე, მწვანე ფერის ამკრძალავაბრამდე წარწერით „სახელმწიფო საზღვარი“; შევედით სახლში, რომელიც საოკუპაციო ხაზმა ორად გაყო, ავედით სოფლის თავში სასაფლაოზე, რომელსაც მავთულხლართი ემიჯნება; ვისხედით ატმის ჩრდილში, რომლის ნაყოფის ნაწილისაოკუპაციო ხაზის აქეთაცცვივადა იქითაც; მოვეფერეთ ძაღლს, რომელმაც საოკუპაციოხაზის მეორე მხრიდან ჯერ დაგვიყეფადა მერე მშვიდად გაბრუნდა მოხუც პატრონთან, იქვე მავთულხლართთან რომ ცხოვრობს მარტო, საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილ უძველეს ქართულ სოფელ დისევში.
საოკუპაციო ხაზზე მოძრაობის ტრაექტორია ჩვენთვის არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროში გადაადგილების გამსაზღვრელიც აღმოჩნდა,თანაცერთდროულად –წარსულშიცდა აწმყოშიც.
„…და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“ჩვენი მოგზაურობის ერთგვარი დასასრულია. მაგრამ უფრო დროსადა სივრცეში გადაადგილების გაგრძელებაა. საოკუპაციო ხაზზე მოძრაობის ტრაექტორია და ოკუპაციის რეალობა ახლა უკვე სხვადასხვა მედიაში შესრულებული კონცეპტუალური და დოკუმენტური ნამუშევრების ფორმატშიაგააზრებული და მულტიმედიურისივრცით ინსტალაციაში გაშლილი.
“…And We Came Out To See Once More The Stars” by Christian Barani from Tbilisi Photo Festival on Vimeo.
ინსტალაციის შუაგულში, ფრანგი ვიდეოარტისტის,კრისტიან ბარანის მიერ 2018 წლის აგვისტოში სპეციალურად ამ პროექტისთვის საოკუპაციო ხაზზე გადაღებული დოკუმენტურ-კონცეპტუალური ფილმია, რომელიც მრავალეკრანიანი ინსტალაციის სახით არის წარმოდგენილი.
პროექტში შესულიააგრეთვე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა, გადაღებული ათი ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტური და ომის ფოტოგრაფის მიერ,მათ შორისაა: მაიკლ რობინსონ ჩავესი, რონ ჰავივი, ლიონელ შარიე, ოლივიე ლაბან-მატეი, თომას დვორჟაკი, იუსტინა მენლნიკევიჩი, ბრუნო სტივენსი, რენა ეფენდი, ქიუ საკამაკი, იური კოზირევი; ქართველი ფოტოგრაფის,თაკო რობაქიძის პროექტი „მცოცავი საზღვრები“, რომელიც რუსული ოკუპაციის შედეგების დოკუმენტაციაა; 20-50-იანი წლების სარქივო მასალა; არტისტები – ლადო ლომიტაშვილი (ფოტო ინსტალაციით “6.10.17წ“)და ანდრო ერაძე (ვიდეო ინსტალაციით « Stick To Your Guns »); ინსტალაციის ნაწილია პროექტის 080808 ტექსტებიც, რომლებიც აგვისტოს ომის თვითმხილველთა ისტორიებს აერთიანებს.
„… და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“–თანამედროვე გამოსახულების საშუალებითსაქართველოს უახლესი ისტორიისადა არსებული რეალობის გააზრების მცედოლობაა. და ასევე 2004 წლის იმ ვითარებასთანთუნდაც წარმოსახვითდაბრუნების ცდაა, როდესაც დიდი ლიახვის ხეობის ერთი პატარა,ჩვეულებრივისოფელი კეხვი სხვა სოფლებთანერთადჯერ კიდევ არსებობდადაჩვენ ტყვიების ზუზუნშიცაში ვარსკვლავებს მიჩერებულნირასვიფიქრებდით, რომ რამდენიმე წელიწადში საოკუპაციო ხაზი საქართველოს ტერიტორიას 350 კილომეტრის სიგრძეზეგადასერავდა და სოფლებს, სახლებს, ვაშლის ბაღებს, სასაფლაოებს, მთებსა და ტყეებს,ათასობით ადამიანის ცხოვრებას შუაზე გახლეჩდა; ჩვენ კიამ პროექტზე ვიმუშავებდით და მას დავარქმევდით
„… და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“– ფინალურ სტრიქონს დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ “ჯოჯოხეთის“ ბოლო სიმღერიდან.
ნესტან ნიჟარაძე
2018 წლის სექტემბერი
უკან