ბლოგი
იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე
დისკუსია/სქრინინგი
17 სექტემბერი, 19:00
სტამბა ამფითეატრი
პანელი "მიგრანტების ოდისეა ევროპაში" კომპლექსური ღონისძიებაა და მრგვალ მაგიდას და სქრინინგს აერთიანებს.
მისი მიზანია ფოკუსირება მოახდინოს მიგრაციის თანამედროვე კრიზისზე და მის შედეგებზე და ხელი შეუწყოს ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მიგრაციასთან დაკავშირებულ მოვლენებთან.
მრგვალი მაგიდა ერთის მხრივ, იმ საერთაშორისო ფოტოგრაფებს გააერთიანებს რომლებმაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციასთან დაკავშირებულ მოვლენებს იღებდნენ და, მეორე მხრივ, პლატფორმას მიგრაციის ექსპერტებსაც დაუთმობს.
სპიკერებს შორის არიან :
თომას დვორჟაკი, ფოტოგრაფი ⁄ Magnum (გერმანია)
ვიოლეტა ვაგნერი, მიგრაციის ექსპერტი, რეგიონული პორტფოლიოს მენეჯერი ICMPD (ლიეტუვა)
ომარ იმამი, ფოტოგრაფი (სირია ⁄ ჰოლანდია)
რიჩარდ მოუსი, ფოტოგორაფი (ირლანდია)
ალესანდრო პენსო, ფოტოგრაფი ⁄ MAPS (იტალია)
Art on Underground (დიდი ბრიტანეთი)
მიგრაცია მხოლოდ თანამედროვეობის კრიზისი როდია. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ევროპელების მასიური მიგრაცია მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაშინ როდესაც თანამედროვე ეტაპზე სწორედ ევროპაში ხდება არაევროპელების შემოდინება.
საქართველოს საინეტრესო პოზიციონირება აქვს:
ერთის მხრივ ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად ქართველი მიგრანტების დიდი ნაკადების გადინება მოხდა ევროპულ ქვეყნებში და მეორე მხრივ, საქართველოში ხდება მეზობელი ქვეყნებიდან და აფრიკის კონტინენტიდან მიგრანტების შემოდინება.
სქრინინგის პროგრამა ორ ნაწილს მოიცავს:
“ევროპიდან და ევროპაში”
“საქართველოდან და საქართველოში”
პირველი ნაწილის პროგრამაში ნაჩვენები იქნება :
თანმედროვე კონცეპტუალური არტისტების ცნობილი დუეტის ადამ ბრუმბერგის და ოლივიე შანარინის ფილმი “ანგელოზების ბიუროკრატია“;
ანტუან დაგატას “ოდისეია“, ალესანდრო პენსოს “ევროპული ოცნება“, თომას დვორჟაკის “ევროპა“, რიჩარდ მოუსის “Incoming“, ომარ იმამის “ცხოვრება, სიყვარული, ლტოვილი";
მეორე ნაწილის “ საქართველოდან და საქართველოში“ პროგრამა ქართველი და საერთაშორის ფოტოგრაფების მეირ საქართველოში მცხოვრები მიგრანტების და ევროპაში ქართველი მიგრანტების სერიებს აერთიანებს. მათ შორის:
თაკო რობაქიძის “ქართველი ქალები საბერძნეთში“, ნატა სოფრომაძის “ირანელები თბილისში“ , მარიკა ამურველაშვილის “ნიგერელიების თემი“, იუსტინა მელნიკევიჩის “კამერუნელი ფეხბურთელები თბილისში“, ინდოელი ფერმერები კახეთში.
მიგრანტების რეალობას მათთდამი არსებული განწყობებიც განსაზღვრავს, რაც საინფორმაციო ომის, კერძოდ კი, დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
პროგრამა
უკან