BLOG
all the news of Tbilisi photo festival
ღია კონკურსი / ვიზუალური თხრობა ცვლილებებისთვის პანკისის ხეობაში
თბილისი ფოტო ფესტივალი “ნაზის საოჯახო სასტუმროსთან“ და პანკისის ვიზუალური განათლების ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს ღია კონკურსს და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ვიზუალური თხრობით (ფოტოგრაფია და ვიდეო) დაინტერესებულ პირებს პანკისის ხეობიდან.
ღია კონკურსი ცხადდება შემდეგ ორ კატეგორიაში:
• პანკისის ხეობის შესახებ ფოტო ან ვიდეო პროექტის შექმნა;
• ვიზუალური თხრობა (ფოტოგრაფია და/ან ვიდეო) ცვლილებისთვის, რაც გულისხმობს ფოტოგრაფიისა და ვიდეოს გამოყენებას პანკისის ხეობაში აქტუალურ თემებთან დაკავშირებით ცვლილებების ინიცირებისთვის.
მოგვიყევით პანკისის ხეობის შესახებ - რა ვიცით ხეობაში მაცხოვრებელი თემის ისტორიის, ტრადიციებისა და ადათ-წესების შესახებ? როგორია პანკისელების ყოველდღიურობა? რა ვიცით პანკისელი ახალგაზრდებისა და მათი მისწრაფებების შესახებ? რა ვიცით პანკისის ხეობის ტურისტული პოტენციალის და რეგიონის ბიომრავალფეროვნების შესახებ ? ან კი, ვიცით რა მდიდარია ხეობის ეკოსისტემა? ვიცნობთ ტრადიციულ ქისტურ სამზარეულოს?
ეს ის შეკითხვებია, რომელსაც ღია კონკურსში შემოსულმა პროექტებმა უნდა გასცეს პასუხი.
ღია კონკურსი მიზნად ისახავს გამარჯვებული ფოტო და ვიდეო პროექტების მეშვეობით ხელი შეუწყოს პანკისის ხეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
შერჩეული პროექტები დაფინანსდება კატეგორიების მიხედვით.
ორივე კატეგორიაში გამარჯვებული პროექტების ავტორები, მუშაობის პერიოდში პროექტის მენტორის - გურამ წიბახაშვილის კონსულტაციას და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ გადაღების დაგეგმვასა და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე საინიციატივო ჯგუფების სახით.
განაცხადები გამოაგზავნეთ შემდეგი ბმულის მეშვეობით:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc0U80Lczy0zeRNN7_Hf1BkPdIEdAw3z3gqCEfGRurI8HjANw/viewform
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება ოქტომბრის დასაწყისში, რომლის განხორციელებისთვის მონაწილეებს ექნებათ ორი თვე - ოქტომბერი და ნოემბერი.
2022 წლის ბოლოს გაიმართება შერჩეული პროექტების ფინალური პრეზენტაცია პანკისის ვიზუალური განათლების ცენტრსა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში.
პროექტს ახორციელებს თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი.
პროექტის ადგილობრივი პარტნიორია - ნაზის საოჯახო სასტუმრო
ღია კონკურსი “ვიზუალური თხრობა ცვლილებებისთვის პანკისის ხეობაში” ორ თვიანი საგანმანათლებლო პროგრამის „გამოსახულების ფაბრიკა“ გაგრძელებაა, რომელიც თბილისის ფოტო ფესტივლმა პანკისის მედიათეკაში ჩაატარა პანკისის ხეობის სხვადასხვა სოფელში მაცხოვრებელი ახალგაზრდისთვის.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: info@tbilisiphotofestival.com
BACK