BLOG

all the news of Tbilisi photo festival

04 Apr 2023

ღია კონკურსი | კომერციული ფოტოგრაფიის კურსი მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის ზემო აჭარაში




თბილისის ფოტო ფესტივალი ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს ღია კონკურსს და მონაწილეობის მისაღებად იწვევს კომერციული ფოტორგაფიით დაინტერესებულ პირებს ქედის მუნიციპალიტეტიდან. 


პროექტი, რომელიც კომერციული ფოტოგრაფიის შემსწავლელ კურს სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს, მიზნად ისახავს ზემო აჭარაში მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. კერძოდ კი, ფოტო და ვიდეო გადაღების შესწავლასა და ბიზნესისთვის გამოყენებას.


სასწავლო პროგრამა სპეციალურად შეიქმნა მცირე ბიზნესში ჩართული პირებისთვის. მათ შორის: გესთჰაუზების მფლობელებისთვის, იმ რესტორატორებისთვის, ვინც ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციებს ავითარებს; თაფლის, ღვინის და სხვა პროდუქტების მწარმოებლებისთვის; კერამიკისა და თექის ოსტატებისთვის და ასე შემდეგ). პროგრამა ასევე გახსნილია იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც დაინტერესებულია ფოტოგრაფიით. პროგრამა გადაღების გარდა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შესაძლებლობებზეც იქნება ფოკუსირებული.


კურსი მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ ვორქშოფებს (გადაღებებს) და თეორიულ კურსს შემდეგი აქცენტებით:
  • ინტერიერის გადაღება ადგილობრივი გესთჰაუსების პოპულარიზაციისთვის;
  • საკვების ფოტოგრაფია ადგილობრივი სამზარეულოსა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის;
  • ლანდშაფტის ფოტოგრაფია რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის;
  • სარეკლამო ფოტოგრაფია სუვენირების და სხვადასხვა პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.

პროგრამას გაუძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფები: ტბელ აბუსერიძე და გიორგი შენგელია. ფოტოგრაფებს კომერციულ ფოტო პროექტებზე მუშაობის მრავალწიანი გამოცდილება აქვთ.


საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განვითარებული ფოტოგრაფიული უნარები პანკისის ადგილობრივ მოსახელობას საშუალებას მისცემს არა მხოლოდ საკუთარი მცირე ბიზნესი განავითარონ, არამედ ხელი შეუწყონ ზემო აჭარის ტურიზმის მდგრად განვითარებასაც.

კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 7 შეხვედრას (21-27 აპრილი )

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 აპრილი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

 

პროექტს ახორციელებს თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან თანამშრომლობით.  პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: 

 info@tbilisiphotofestival.com

 








BACK